ანონსები
14 სექტემბერს, 18:30 საათზე, Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და TOLES სამართლებრივი ინგლისურის ცენტრის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია მოსაწვევებით, რომლის მისაღებად გთხოვთ დაეკონტაქტეთ თამარ იაშვილს: ibl@ug.edu.ge ან tel: +995 577 001 037.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტში, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის, შეიქმნა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის (IBL) ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ყველა სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსებში:
• ICC საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსი;
• VIS MOOT - საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესი;
• ელსა იმიტირებული პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე;
• ცენტრალური და დასავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი.
საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სტუდენტებსა და მოქმედ იურისტებს, სთავაზობს ასევე TOLES სამართლებრივი ინგლისურის ცენტრს. TOLES გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი აღიარებული და ყველაზე პრესტიჟული სერტიფიკატი სამართლებრივ ინგლისურში, რომლის ოფიციალური წარმომადგენლი, კავკასიის რეგიონში, მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტია.